ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა ქევანიშვილმა, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ამბროლაური

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა ქევანიშვილმა, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი რთველის მიმდინარეობა იყო. ყურადღება გამახვილდა ყურძნის ჩაბარების პროცესზე, მოსავლის დაბინავებასთან დაკავშირებულ საკითხებსა და ადგილობრივი ხელისუფლებისა და შესაბამისი უწყებების კოორდინირებულ მუშაობაზე. ასევე, განიხილეს რთველის პერიოდში არსებული მდგომარეობა და საჭიროებები.

საუბარი ასევე შეეხო ინფრასტრუქტურულ პროექტებს, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, სოფლებში მიმდინარე სამუშაოებსა და მუნიციპალიტეტში დასუფთავებისა და კეთილმოწყობის მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებს.

სამუშაო შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ასლან საგანელიძე და მოადგილე თამარ ქევანაშვილი ესწრებოდნენ.

✕