ამბროლაურის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის ორგანიზებით ლიტერატურული კონკურსი „მოაზროვნე” ჩატარდა

კონკურსი

ამბროლაურის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის ორგანიზებით ლიტერატურული კონკურსი „მოაზროვნე” ჩატარდა.

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები N1 საჯარო სკოლაში იმყოფებოდნენ,  სადაც წარმატებები უსურვეს მოსწავლეებს, მადლობა გადაუხადეს კონკურსის ორგანიზატორებს და აღნიშნეს, რომ მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ახალგაზრდებში კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებაში. ასევე ხაზი გაუსვეს, რომ მუნიციპალიტეტი მომავალშიც მხარს დაუჭერს განათლებისა და ახალგაზრდობის მიმართულებით განხორციელებულ ინიციატივებს.

კონკურსი გათვლილია მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებაზე. მისი მიზანია ქართველი და უცხოელი კლასიკოსი ავტორების პოპულარიზაცია, ანალიტიკური და შედარებითი აზროვნების, აგრეთვე ტექსტის გააზრებისა და შემოქმედებითი მიდგომის უნარების გაღრმავება.

კონკურსის დასრულების შემდეგ, მიმდინარე წლის მარტში, გამოავლინებიან I, II და III ადგილების მფლობელი კონკურსანტები და გაიმართება მათი დაჯილდოების ღონისძიება, რომელზეც გამარჯვებულებს გადაეცემათ ფულადი ჯილდოები და ფასიანი საჩუქრები.

კონკურსს ესწრებოდნენ მერის პირველი მოადგილე ასლან საგანელიძე,მერის მოადგილე თამარ ქევანაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ზვიად მხეიძე და მერიის განათლების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების ხელმძღვანელი თამარ ობოლაშვილი.