შენი წონა უნდა გაამრავლო 5-ზე და იმდენი მიიღო... - რა საკვების მიღებას გვირჩევს არუნი სწორი კვების მიმდევრებს

არუნ ხათრი

დიეტა არ არსებობს, სწორი კვება უნდა თქვა - ამბობს  ინდური ხალხური მედიცინის ექსპერტი არუნი და რჩევას აძლევს მათ, ვისაც ზედმეტი წონა აწუხებს.

„ყველანაირი ნახშირწყლების ჭამამდე უნდა მიირთვათ ბოსტნეული. ბოჭკოვანი საკვები უნდა მიიღოთ სანამ სხვა საკვებს მიირთმევთ, მაგრამ აქ პროპორციაა მთავარი - თქვენი წონა უნდა გაამრავლოთ 5-ზე, მაგალითად, თუ 70 კილოა ადამიანი, მან უნდა მიიღოს 350 გრამი ბოსტნეული და შემდეგ ყველანაირი საჭმელი შეგიძლიათ მიიღოთ, ხინკალი გინდა ხინკალი ჭამე... სამ დღეში კილო-ნახევარს დაიკლებ.. უკეთესია თუ 16 საათიან შუალედს დაიცავთ“

ვიდეოს მომღერალი ინდირა ჯგერენაია ავრცელებს.