რატომ არ უნდა გამოვიყენოთ კბილის პასტა დამწვრობის დროს - ზაზა თელიას რჩევები

კბილის პასტა

დერმატოლოგი ზაზა თელია „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში ხალხის კითხვებს პასუხობს. 

ერთ-ერთი კითხვა დამწვრობის დროს კბილის პასტის გამოყენებას ეხებოდა. როგორც ზაზა თელია ამბობს, დამწვრობის დროს კბილის პასტის გამოყენება არაფრით არ შეიძლება. 

„კანის დამწვრობა სხვადასხვა ხარისხის არსებობს. თუ მსუბუქ დამწვრობაზე ვსაუბრობთ, სასურველია მოხდეს გაგრილება ცივი წყლით ან ვერცხლის შემცველი მალამოებით. კბილის პასტით დამწრვრობა შეიძლება უფრო გავართულოთ, რაც გამოიწვევს სხვა პრობლემებს. ასევე, შესაძლოა, ალერგიულ რეაქციამდეც მივიდეთ“,- ამბობს ზაზა თელია.