„იყავით ფხიზლად და დაუკავშირდით სხვა ადამიანს საღი აზრით“ - რის შესახებ აფრთხილებენ გაცნობის საიტები თავის მომხმარებლებს

გაცნობა

საკმაოდ პოპულარული გაცნობის საიტები თავის მომხმარებლებს ინსტრუქციას აცნობენ და რჩევებს აძლევენ, როგორ უნდა მოიქცნენ. 

„პრობლემების თავიდან ასაცილებლად დაუსვით ბევრი შეკითხვა მიმოწერის დროს და ფრთხილად იყავით, თუ  ფულს მოგთხოვენ - წერს საიტი. -  მიეცით შენიშვნები საკუთარ თავს, თუ რაიმეში ეჭვი გეპარებათ.

თუ ეჭვი გეპარებათ იმ ადამიანში, ვისაც ესაუბრებით, შეგვატყობინეთ „ონლაინ მხარდაჭერის მოთხოვნის“  გამოყენებით.

ჩვენ არ ვამოწმებთ ჩვენი მომხმარებლების ვინაობას ან ინფორმაციას, რომელსაც ისინი წერენ თავიანთ გვერდებზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვიღებთ ზომებს საეჭვო მომხმარებლების მოსაშორებლად, შეუძლებელია იყოთ 100% დარწმუნებული, რომ ყველა მომხმარებელი იქნება პატიოსანი და მართალი. იყავით ფხიზლად და დაუკავშირდით სხვა ადამიანს საღი აზრით.

არასოდეს გაუგზავნოთ ფული ვინმეს, ვინც ჯერ არ გინახავთ პირადად.

სანამ შეხვედრას გადაწყვეტთ, შეიტყვეთ რაც შეიძლება მეტი იმ ადამიანის შესახებ, რომელსაც ესაუბრებით. არ გასცეთ თქვენი ტელეფონის ნომერი ან პირადი საკონტაქტო ინფორმაცია, სანამ მზად არ იქნებით ამისთვის.

შეგიძლიათ მოითხოვოთ სხვა ფოტოებიც, გარდა იმისა, რომელიც თავად აქვს გამოფენილი საიტზე. მოითხოვეთ ნებართვა, რომ ნახოთ მისი ფოტოები სხვადასხვა სიტუაციაში და ცხოვრების სხვადასხვა პერიოდში. ეს ხელს შეუწყობს პიროვნების შესახებ „სურათის შექმნას“ და შეიძლება სასარგებლო იყოს თქვენთავის.

როდესაც გადაწყვეტთ პირადად შეხვედრას, აირჩიეთ თქვენთის ნაცნობი საჯარო ადგილი და უთხარით თქვენს ერთ  მეგობარს მაინც, სად მიდიხართ. აცნობეთ მას, როცა დაბრუნდებით.

ადამიანის გაცნობას დრო სჭირდება. არ იჩქარო.

თუ გსურთ შეხვდეთ ადამიანს, რომელიც სხვა ქვეყანაშია, გაითვალისწინეთ კულტურული განსხვავებები და დაუთმეთ დრო სხვა კულტურის შესწავლას. ეს დაგეხმარებათ, გაიგოთ ამ ადამიანის მოლოდინები ურთიერთობიდან. გაატარეთ რაც შეიძლება მეტი დრო ერთად, რათა უკეთ გაიცნოთ ადამიანი, მაგრამ არ დაეყრდნოთ მხოლოდ მის შეტყობინებებს.

დამატებითი დროა საჭირო იმისათვის, რომ უკეთ გაიცნოთ ადამიანი, სანამ ურთიერთობა გასერიოზულდება. ეს დაგეხმარებათ, თავიდან აიცილოთ შეცდომები, რომელიც შესაძლოა, ძვირად დაგიჯდეთ.

ყოველწლიურად საიტის ასობით მომხმარებელი ქორწინდება და იწყებენ სიყვარულით სავსე ბედნიერ ცხოვრებას. სანამ ნიშნობას გადაწყვეტთ, იფიქრეთ იმაზე, თუ რა შეიძლება არასწორად წარიმართოს და გაიგეთ თქვენი უფლებების შესახებ.

დაქორწინება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა და არა ის, რისი გადაწყვეტაც ნაჩქარევად შეგიძლიათ.

ნიშნობამდე დარწმუნდით, რომ თითქმის ყველაფერი იცით თქვენი პარტნიორის შესახებ.

თუ თქვენ ქორწინდებით სხვა ქვეყნის წარმომადგენელზე, მაშინ უნდა გაიგოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია თქვენი უფლებების შესახებ, თქვენი პარტნიორის ქვეყანაში ოჯახში ძალადობისა და განქორწინების შემთხვევაში. ბევრ ქვეყანას, მათ შორის აშშ-ს, ავსტრალიას და ა.შ. აქვს კანონები, რომლებიც იცავს უცხოელი ქალების სავიზო სტატუსს, რომელთაც უჭირთ თანაცხოვრება მოძალადე პარტნიორთან. ეს ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ მოიძიოთ დახმარება ოჯახში ძალადობის პრობლემებთან დაკავშირებით, ამ ქვეყანაში დარჩენის უფლების შენარჩუნებით.