„შენ მოღალატე ხარ“ ასეთი შეტყობინება მივიღე..." - იაპონელი, რომელმაც ქართული ცეკვა ისწავლა, მიმართვას ავრცელებს

იაპონელი ბიჭი

პირველი იაპონელი, მასაფუმი ნოგუჩი რომელმაც ქართული ცეკვა იცეკვა, სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვას ავრცელებს. 

„ასეთი შეტყობინება მივიღე ცოტა ხნის წინ - „შენ მოღალატე ხარ“. მე პირველი იაპონელი ვარ, რომელიც ქართული ცეკვის სცენაზე გამოვჩნდი. ცეკვას პირველად სუხიშვილების სტუდიაში ვსწავლობდი. ძალიან მადლობელი ვარ ჩემი ძვირფასი მასწავლებლის კახა ცინცაძის..

სუხიშვილების ბავშვებთან ვცეკვავდი, შემდეგ ერისიონთან მქონდა ონლაინ კონცერტი. ადამიანები, რომლებიც გავიცანი კეთილი ხალხია, ყველა მიყვარს. მაგრამ ყველამ იცის, რომ მე ცუდი ვარ, მე ცუდი ვარ, რადგან ისინი მეტოქეები არიან. მე არ ვარ ნორმალური, ქართულ კულტურაში ეს გავრცელებული არ არის, ეს იაპონელი ბიჭი გიჟია, მაგრამ ჩემთვის ქართული ცეკვა და ქართული კულტურა მნიშვნელოვანია...“, - ამბობს მასაფუმი ნოგუჩი ვიდეოში. 

ნოგუჩის გავრცელებულ ვიდეოს სოციალურ ქსელში იაპონიაში საქართველოს ელჩი თეიმურაზ ლეჟავაც გამოეხმაურა:

„ნოგუჩი-სან, შენ მოღალატე კი არა, გმირი ხარ „ბულბულისათვის გალობა დაუწუნია რომელსა?“