5 რჩევა როგორ გავატაროთ ვალენტინობის დღე მარტომ

მარტოობა

დღეს ყველა მხრიდან გვახსენდება, რომ ვალენტინობაა. ფეისბუკი და ინსტაგრამი თუ არ ჩამოსქროლე, კომპანიები მესიჯებით გაგახსენებენ, რომ სიყვარულის, შოკოლადების და ყვავილების დღეა. შეიძლება პარტნიორი არ გყავდეს, მაგრამ საკუთარი თავის სიყვარულის დღე მოიწყო და შოკოლადებიც არ მოიკლო.

გთავაზობთ იდეებს, როგორ უნდა გაატაროთ ვალენტინობის დღე მარტომ.

1. დაიწყე შენი ოთახის დალაგებით
 

ცხოვრების და აზრების დალაგება ბევრი ადამიანისთვის ოთახის დალაგებით იწყება. თან, დღის ბოლოს საკუთარ ოთახში რომ შეხვალ, ნამდვილად იამაყებ.

2. არ მოუწყო საკუთარ თავს ემოციური "საბოტაჟი"


ყველა დღე საკუთარ თავზე ზრუნვის დღე უნდა იყოს. რადგან ვალენტინობის დღეა, არ ნიშნავს, რომ ქრაშს უნდა მიწერო, ან ყოფილთან მიმოწერა უნდა ათვალიერო - შენთვის სასარგებლოს ან საინტერესოს იქ ვერაფერს ნახავ.

3. ისეირნე


სკვერში წასვლა და მობილურის ნაცვლად, გარემოზე დაკვირვებაც არაა ცუდი იდეა.

 

4. იზრუნე ცხოველებზე


გაასეირნე შენი ძაღლი, ან ქუჩაში 1 კატა მაინც გამოკვებე.

 

5. დაურეკე ბებიას ან ბაბუას
 

ან ოჯახის წევრს, რომელსაც შენი ხმის გაგონება ძალიან გაუხარდება.. 

 

ასევე ნახეთ:

სახლი მაჩუქა, რემონტითა და ავეჯით და მე სამი წყვილი წინდა ვაჩუქე - კესარია აბრამიძე

VIDEO: როგორ აღნიშნა ლელა წურწუმიამ დაბადების დღე – კადრები გრანდიოზული იუბილედან