კიბოს წამალი ამ ბოსტნეულშია! - ნუტრიციოლოგი მიმართვას ავრცელებს
1794772112
საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს 5 პოლიტიკური გაერთიანების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხის განხილვა გრძელდება. პროცესი ამჯერადაც კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაივლის.
საპარლამენტო უმრავლესობის შეფასებით, მათ მიერ სარჩელი შეტანილია არა ჩვეულებრივი პოლიტიკური პარტიების, არამედ იმ გარკვეული ჯგუფების წინააღმდეგ, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებაში არიან გაერთიანებული. ამის მაგალითად კი, მმართველ გუნდს არაერთი რევოლუციური მცდელობა და ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდი მოჰყავს.
"ბევრჯერ გვინახავს აქამდეც აქციებზე, როგორ იგეგმებოდა კონსტიტუციური წყობილების დამხობა და ხელისუფლების გადატრიალება. ასევე, ვნახეთ, ისეთი ფაქტები, რომელიც საგამოძიებო კომისიაზე იყო წარმოთქმული, ის 9-წლიანი მმართველობა ამ რეჟიმის მხრიდან. ამიტომ, ვფიქრობ, რომ [სარჩელი] დახუნძლულია ფაქტებით, არგუმენტებით და იმედი მაქვს, რომ გადაწყვეტილება იქნება, რა თქმა უნდა, ჩვენ სასარგებლოდ," - განაცხადა პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ზურაბ რურუამ.