დედამიწაზე ჟანგბადი იწურება - NASA-ს მეცნიერებმა პროგნოზი გააკეთეს
1794770941
16 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილ ღონისძიებებში და მათ შორის დაკავშირებადობის მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს შესაბამის დონეზე მოწვევა არ მიუღია, შესაბამისად, აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობას საქართველოს წარმომადგენელი არ მიიღებს, - ასე უპასუხეს „ქრონიკას“ საგარეო საქმეთა სამინისტროში კითხვაზე - მიიღებს თუ არა საქართველო მონაწილეობას 16 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილ ევროკავშირის გაფართოების ფორუმში და დაკავშირებადობის მინისტერიალში.
„ამასთან, საქართველო რჩება ევროკავშირთან კონსტრუქციული თანამშრომლობის ერთგული და მზად არის, მიიღოს მონაწილეობა შეხვედრებში შესაბამის დონეზე მოწვევის შემთხვევაში. აღნიშნული პოზიცია ცნობილია ბრიუსელისთვის“, - განაცხადეს საგარეო უწყებაში.