ნაძვის ხის დადგმის საუკეთესო თარიღები დეკემბერში
1794774449
საქართველოს ხელისუფლების სწორი ეკონომიკური და სამშვიდობო პოლიტიკის კიდევ ერთ დასტურად აფასებენ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბოლო მონაცემებს მმართველ გუნდში.
საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ რთული გეოპოლიტიკური ვითარების მიუხედავად, მყარი პოზიციისა და სწორი ფისკალური ნაბიჯების შედეგი მაკრო-ეკონომიკურ მაჩვენებლებზე პირდაპირ აისახება.
"ჩვენ ქვეყანაში არის მშვიდობა და ამის შედეგად არის სწორედ ეკონომიკური წინსვლა და ის მაჩვენებელი, რომელიც გააჩნია ჩვენს ქვეყანას. არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ სწორედ ამ მშვიდობის და ეკონომიკური კურსის განვითარების შედეგია 2027 წლის ბიუჯეტი, რომელიც შემოსულია საქართველოს პარლამენტში და სწორედ ეკონომიკური ზრდის შედეგია, ის ერთ მილიარდიანი ზრდა, რომელიც მოხმარდება განათლებას, ჯანდაცვას და სხვადასხვა სოციალურ პროგრამებს. რა თქმა უნდა, ჩვენ აღვნიშნავთ იმას, რომ ეს არის სწორედ ჩვენი საზოგადოების დაკვეთა," - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ, რიმა ბერაძემ.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ, 2 დღის წინ, საქართველოში მუშაობის დასრულების შემდეგ, ანგარიში წარმოადგინა. ორგანიზაციის პროგნოზით, წელს ქვეყნის ეკონომიკა 7 პროცენტზე მეტით, მომავალ წელს კი თითქმის 6 პროცენტით გაიზრდება. ფონდი საქართველოს ეკონომიკას მყარად აფასებს და აღნიშნავს, რომ მცირდება ბიუჯეტის დეფიციტი და საგარეო ვალი, სავალუტო რეზერვები კი იზრდება.