მოსალოდნელია ძლიერი ყინვა... ტემპერატურა -5°-მდე დაეცემა! - ამინდი უარესდება
1761939730
                                                                ვახო ხუზმიაშვილის გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“ წამყვანის შეკითხვას სააკაშვილის გადაყვანის მოთხოვნით დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით, გიული ალასანიამ უპასუხა. პატიმარ სააკაშვილის დედა ამბობს, რომ „აქციისთვის არ სცალია“.
„მე არ ვიცი საერთოდ და არა მგონია, რა დროს აქციაა, მე ეგეთი რაღაცებისთვის არ მცალია“ - აცხადებს გიული ალასანია.
წამყვანის კითხვაზე, რა აზრის არის თავად მიხეილ სააკაშვილი დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით, გიული ალასანიამ უპასუხა, რომ როცა შვილის მოსანახულებლად შედის, ისინი ამ თემაზე არ საუბრობენ.
ხაბეიშვილმა სააკაშვილის გადაყვანის მოთხოვნით 3 დეკემბერს ქართული ოცნების ოფისთან აქცია დააანონსა.