„მაშველი რაღაც მიაშველეს, რომ არ დაეცეს, ქანაობს ადამიანი“ - გიული ალასანია სააკაშვილზე

giuli alasania

მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედის გიული ალასანიას თქმით, სააკაშვილი, პრაქტიკულად, ვეღარ დადის და არსებობს იმის საშიშროება, რომ დაეცეს.

„გაირკვა, რომ არავინ ამ თემაზე მკურნალ ექიმს არ დალაპარაკებია. ფაქტობრივად, უარი მივიღეთ. პრაქტიკულად, ვეღარ დადის. მაშველი რაღაც მიაშველეს, რომ არ დაეცეს, ამის საშიშროება არის. ქანაობს ადამიანი. არ მგონია, რომელიმე ჭკუათმყოფელმა ექიმმა მოაწეროს ხელი იმას, რომ ის არის ჯანმრთელი“, - განაცხადა გიული ალასანიამ.