VIDEO: ,,IRI-ის კვლევებით, თქვენი რეიტინგი არის 1%-ზე ჩამოსული, რატომ ვერ წახვედით წინ?" - ვახო ხუზმიაშვილი ბადრი ჯაფარიძეს

ბადრი ჯაფარიძე

დღეს, IRI-ის კვლევებით, თქვენი რეიტინგი არის 1%-ზე ჩამოსული, რა ხდება, რატომ ვერ წახვედით წინ და რატომ გაუარესდა თქვენი პარტიის პოლიტიკური ვითარება? - ეს კითხვა გადაცემა ,,თავისუფალი სივრცის" წამყვანმა ვახო ხუზმიაშვილმა პარტია ,,ლელოს" ერთ-ერთ ლიდერს, ბადრი ჯაფარიძეს დაუსვა.

ჯაფარიძის თქმით, აღნიშნული კვლევის შედეგებთან შედარებით, რეალური სურათი სხვანაირია.

,,მაგ შედეგებით 1% არ ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს ერთპროცენტიანი რეიტინგი, თბილისში ჩვენ ვართ სიდიდით მესამე ოპოზიციური პარტია. ჩვენ შევეცდებით, რომ ეს რეიტინგი გაიზარდოს და ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ გადაცემაში "თავისუფალი სივრცე".

ვრცლად, ვიდეო ⬇️