განიხილება თუ არა სააკაშვილის საქმეზე საპროცესო შეთანხმება - ადვოკატის პასუხი ვახო ხუზმიაშვილის „თავისუფალ სივრცეში“

ილია ლომია

მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველმა ილია ლომიამ ვახო ხუზმიაშვილის გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“ იმ დასკვნის შესახებ ისაუბრა, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოშია შეტანილი და რომელიც მთავარი არგუმენტია დაცვის მხარისთვის, პატიმარ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადება მოითხოვონ.

ტელე წამყვანი საუბრის დასაწყისში სტუმართან იმ სამართლებრივი დეტალის გარკვევას  შეეცადა, შეეძლო თუ არა დასკვნაში ექსპერტს ჩაეწერა სიტყვა „წამება“, მაშინ, როცა ექსპერტს უფლება აქვს აღწეროს მხოლოდ დაზიანების კვალი, ხოლო კვალიფიკაციის მიცემის უფლება სამართალდამცველებს აქვთ.

სააკაშვილის უფლებადამცველის თქმით, ამ კითხვაზე კონკრეტულ პასუხს სასამართლო პროცესამდე ვერ გასცემს და ეს დეტალები სასამართლოზე გაირკვევა. „ექსპერტიზის დასკვნაში ფაქტების კონსტატაცია მიდის, რომელმა ფსიქოლოგიურმა თუ სხვა ზეწოლამ განაპირობა სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესება. ახლა ვერ გეუბნებით დეტალურად. ვინაიდან არ არის დაწყებული სასამართლო და ეს მედიისთვის აუცილებლად გახდება ცნობილი. “ - აცხადებს ილია ლომია.

იყო თუ არა სააკაშვილის საქმის რომელიმე ეტაპზე საპროცესო შეთანხმების შესახებ საუბარი. ამ კითხვას ილია ლომია პასუხობს, რომ არა.

„სააკაშვილთან საუბრის დროს, საკითხი, რომ მივმართოთ ბრალდების მხარეს საპროცესო შეთანხმების მოთხოვნის თაობაზე, არ დამდგარა“, - განაცხადა ილია ლომიამ ვახო ხუზმიაშვილთან გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“.