VIDEO: ,,აწამეს სულხან მოლაშვილი... წამებასა და იმ მდგომარეობას შორის, რაც სააკაშვილს აქვს, დიდი სხვაობაა" - ლუკა კურტანიძე

ლუკა კურტანიძე

,,აწამეს სულხან მოლაშვილი, თეთრაძე... წამებების პერიოდი ძალიან კარგად ვიცით. წამებასა და იმ მდგომარეობას შორის, რაც სააკაშვილს აქვს, ძალიან დიდი სხვაობაა", - ამის შესახებ მსოფლიო ჩემპიონმა, ყოფილმა პარლამენტარმა ლუკა კურტანიძემ გადაცემაში ,,თავისუფალი სივრცე" განაცხადა. 

მისი თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განცხადებები, მხოლოდ მიზეზია იმისა, რომ მესამე პრეზიდენტი საქართველოდან წაიყვანონ. 

,,ეს ყველაფერი, რაც მის ჯანმრთელობაზეა საუბარი, მხოლოდ მიზეზია იმისა, რომ საქართველოდან იქნას გარიდებული და თავისუფლება მოიპოვოს", - განაცხადა ლუკა კურტანიძემ. 

ვრცლად, ნახეთ ვიდეო ⬇️