„შენთან ერთად სამყაროს ხელახლა აღმოვაჩენ...“ - რა ფოტოებს აქვეყნებს ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე
1782676800
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დედა ენის დღესთან დაკავშირებით ორბელიანების სასახლეში ბრიფინგი გამართა.
პრეზიდენტი ამბობს, რომ ამ დღეს უკრაინელებს უძღვნიან, რადგან დღეს ისინი საკუთარი სახელმწიფოს გადასარჩენად იბრძვიან.
„45 წლის წინ საბჭოთა წნეხის ქვეშ ქართველმა საზოგადოებამ შეძლო და დაიცვა სახელმწიფო ენა. დღეს უსასტიკეს პირობებში უკრაინა იბრძვის საკუთარი მიწისა და სახელმწიფოს გადასარჩენად და იბრძვის საკუთარი ენისთვის. ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ და ვიცით, რომ მათი ასეთი შემართებით შეუძლებელსაც შეძლებენ. ამ დღეს ვუძღვნით მათ“, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.