თუ ვინმე ემსახურება რუსულ რიტორიკას „ნაციონალური მოძრაობაა“ - ანდრია გვიდიანი

გვიდიანი

ომის თარიღის ირგვლივ თუ ვინმე ემსახურება რუსულ რიტორიკას, ეს სწორედ "ნაციონალური მოძრაობაა". გასაგებია, რომ ღალატის პარტიას არ სურს სიღრმეებში ჩასვლა და დეტალური მსჯელობა. ზუსტად იციან, რომ იმ დეტალებში მათი უგუნური და მეორე მხრივ მოღალატეობრივი პოლიტიკის შედეგები დახვდებათ. ამიტომ, უსუსურად ცდილობენ სადავოდ გახადონ ისეთი საკითხი, როგორიც ომის დაწყების თარიღია- ასე გამოეხმაურა ექსპერტი ანდრია გვიდიანი აგვისტოს ომის დაწყების თარიღთან დაკავშირებულ დისკუსიას. 

მისი თქმით ნაცვლად იმისა, რომ გაჩუმდნენ, აქეთ გვიკითხავენ პატრიოტიზმზე ლექციებს.

„ნაც-მოძრაობის" სახით მოქმედი მეხუთე კოლონა არ ჩერდება და სადავოდ ხდის ომის დაწყების თარიღს, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ამ ქვეყნის ინტერესებს. 

ომის თარიღის ირგვლივ თუ ვინმე ემსახურება რუსულ რიტორიკას, ეს სწორედ "ნაციონალური მოძრაობაა". გასაგებია, რომ ღალატის პარტიას არ სურს სიღრმეებში ჩასვლა და დეტალური მსჯელობა. ზუსტად იციან, რომ იმ დეტალებში მათი უგუნური და მეორე მხრივ მოღალატეობრივი პოლიტიკის შედეგები დახვდებათ...“,- წერს გვიდიანი.