როდის არ უნდა დავდგათ ნაძვის ხე - ეზოტერიკოსი რიცხვებს ასახელებს
1764793751
მიმდინარეობს მასირებული საინფორმაციო შტურმი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზე, ქართველ ხალხზე იმისათვის, რათა კიდევ ერთხელ, როგორმე გაილაშქრონ, რომ რეალურად დაისაჯოს საქართველო, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თორნიკე ჭეიშვილმა „ბიბისის“ ფილმზე საუბრისას.
მისი თქმით, შეტევის მიზანია დაისაჯოს ქართველი ხალხი, რადგან მათ გააკეთეს იმგვარი ეროვნული არჩევანი, რომელმაც გამორიცხა ამ ქვეყანაში სიტუაციის ესკალაცია, გამორიცხა ომი და პირიქით, ხელი შეეწყო როგორც ეკონომიკურ განვითარებას, ისე სხვა მნიშვნელოვან რეფორმებს.
„ეს ყველაფერი ძალიან საეჭვოდ დაემთხვა დროში. ერთი მხრივ, ეუთოს მიმდინარე მინისტერიალს, მეორე მხრივ, ასევე ძალიან მალე შედგება ევროკავშირში ჯერ საგარეო საქმეთა კომისიის ფორმატში შეხვედრა. ასევე დაგეგმილია ევროპული საბჭოს შეხვედრა. რეალურად იქმნება გარკვეული ფონი, ისინი ეძებენ საბაბებს იმისათვის, რომ მათ შორის ეს ფორმატები გამოიყენონ მორიგი ანგარიშსწორებისთვის, მორიგი შანტაჟის მცდელობებისთვის საქართველოს ხელისუფლებისთვის და ქართველი ხალხის მისამართით“, - აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა.