საქალაქო სასამართლოში კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებაში ბრალდებულ ელენე ხოშტარიას სასამართლო პროცესი გაიმართა

მარიამ წულაია

თბილისის საქალაქო სასამართლოში კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებაში ბრალდებული "დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას სასამართლო პროცესი გაიმართა. სხდომას ხოშტარია არ დასწრებია.

სასამართლოს ჩვენება რამდენიმე მოწმემ მისცა, მათ შორის, საქმის გამომძიებელმა.

"მოცემულ პროცესზე დაიკითხნენ გამომძიებლები. ასევე, შემდეგ სხდომაზეც ბრალდების მხარე გააგრძელებს მტკიცებულებების გამოკვლევას. მტკიცებულებებთან დაკავშირებით დეტალებზე ვერ მოგახსენებთ, თუმცა საქმეში წარმოდგენილ ყველა მტკიცებულებას ბრალდების მხარე გამოიკვლევს, დაკითხავს მოწმეებს, გამოკვლეული იქნება ნივთიერი და წერილობითი მტკიცებულებები და ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ბრალდებულისთვის წარდგენილი ქმედება დადასტურდება," - აცხადებს საქმის პროკურორი მარიამ წულაია.

შეგახსენებთ, ბანერის დაზიანებისთვის ელენე ხოშტარიას აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000 ლარის ოდენობით საპატიმრო გირაო შეეფარდა, თუმცა მან გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა სამართალდამცველებმა ელენე ხოშტარია 15 სექტემბერს დააკავეს.