სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან ლევან ხაბეიშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა

აქცია ხაბეიშვილისთვის

„თავისუფლება ხაბეს“ ამ სახელწოდებით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეების თქმით, ლევან ხაბეიშვილი არის პოლიტიკური პატიმარი და დაკავებულია არა რაიმე დანაშაულებრივი ქმედებისთვის, არამედ, სიტყვის გამო.

აქციის მონაწილეებმა ლევან ხაბეიშვილის გათავისუფლების აუცილებლობაზე ისაუბრეს, მათ თან ჰქონდათ პლაკატები და ბანერები.

აქციაზე იმყოფებოდნენ ხაბეიშვილის ოჯახის წევრები, მეგობრები და თანაპარტიელები.