„ჯარიმა 1000 ლარი იქნება“ - რა უნდა იცოდნენ წვევამდელებმა
1764840887
გლობალური გამოკითხვების ანალიტიკურმა ცენტრმა, ამერიკულმა ორგანიზაცია Gallup -მა 2025 წლის კანონისა და წესრიგის ინდექსი გამოაქვეყნა.
ინდექსის მიხედვით საქართველომ შეფასების 100 ბალიანი სისტემით 88 ქულა აიღო, 144 ქვეყანასა და ტერიტორიას შორის 22-ე პოზიციაზე გავიდა, სახელმწიფოებს შორის კი მსოფლიოში მე-19 ადგილი დაიკავა გერმანიასთან, პორტუგალიასთან, შვედეთთან და ესტონეთთან ერთად თანაბარი ქულით.
ინდექსი ეფუძნება გლობალურ გამოკითხვას, რათა შეაფასოს ადამიანების პირადი უსაფრთხოება და მათი პირადი გამოცდილება დანაშაულთან და სამართალდამცავ ორგანოებთან მიმართებით.
რესპონდენტები პასუხს სცემენ ოთხ კითხვაზე:
გრძნობთ თავს უსაფრთხოდ ღამით მარტო სიარულის დროს თქვენს ქალაქში ან უბანში?
ენდობით თუ არა ადგილობრივ პოლიციას თქვენს ქალაქში ან უბანში?
ბოლო 12 თვის განმავლობაში, მოგპარეს თუ არა ფული ან ქონება თქვენგან ან ოჯახის სხვა წევრისგან?
ბოლო 12 თვის განმავლობაში, გქონიათ თუ არა თავდასხმა ან ძარცვა?
საქართველო უსწრებს დიდი შვიდეულის ყველა ქვეყანას, OCED-ის, ევროკავშირის, შენგენის ზონის და ნატოს წევრ 30 სახელმწიფოს. ეს ქვეყნებია: შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, იაპონია, კანადა, საფრანგეთი, იტალია, ირლანდია, ესპანეთი, ბელგია, ნიდერლანდები, ჩეხეთი, სლოვაკეთი, პოლონეთი, სლოვენია, ხორვატია, ლატვია, ლიეტუვა, საბერძნეთი, უნგრეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, მალტა, კვიპროსი, ალბანეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, თურქეთი, ისრაელი, ახალი ზელანდია, ავსტრალია, სამხრეთ კორეა.
რეიტინგში საქართველოს უსწრებს ევროკავშირის წევრი მხოლოდ 4 სახელმწიფო: ნორვეგია, ავსტრია, დანია და ფინეთი.
ანალიტიკური ცენტრი Gallup-ი ერთ-ერთია საერთაშორისოდ აღიარებულ იმ 35-მდე შემფასებელ პროექტსა და ორგანიზაციას შორის, რომელსაც მსოფლიო ბანკის გლობალური მმართველობის ინდიკატორები ეფუძნება.
მსოფლიო ბანკის გლობალური მმართველობის ინდიკატორების ბოლო ანგარიშის ფარგლებში Gallup-მა საქართველო კორუფციისგან თავისუფლების მიხედვით მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში შეიყვანა, კერძოდ კი გლობალური გამოკვლევის საფუძველზე - „არის თუ არა გავრცელებული კორუფცია ხელისუფლებაში“ საქართველოს ხელისუფლება კეთილსინდისიერებით მსოფლიოში მე-16 ადგილზე გავიდა.