ტაჯიკეთის პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

ტაჯიკეთის პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს, ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ემომალი რაჰმონი დამოუდებლობის დღეს ულოცავს

როგორც მისალოც წერილშია აღნიშნული, ტაჯიკეთი კვლავაც მხარს უჭერს საქართველოსთან მრავალმხრივი ურთიერთობების შემდგომ გაფართოებასა და განმტკიცებას.

„თქვენო აღმატებულებავ, ბატონო მიხეილ

ჩემთვის უდიდესი პატივია პირადად თქვენ და თქვენი ქვეყნის მეგობარ ხალხს გულწრფელად მოგილოცოთ და საუკეთესო სურვილები გადმოგცეთ საქართველოს ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით.

ტაჯიკეთი კვლავაც მხარს უჭერს საქართველოსთან მრავალმხრივი ურთიერთობების შემდგომ გაფართოებასა და განმტკიცებას.

კმაყოფილებით აღვნიშნავ, რომ ორივე მხარის ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, ჩვენს ქვეყნებს შორის დამყარდა მეგობრული კავშირები და ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობა, რომელიც სტაბილურად ვითარდება.

ჩვენ დაინტერესებულნი ვართ ტაჯიკეთსა და საქართველოს შორის ამ ურთიერთობებისა და სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის შემდგომი გაფართოებით და, ჩვენის მხრივ, მზად ვართ ეფექტიანად გამოვიყენოთ ამ მიმართულებით არსებული ყველა შესაძლებლობა.

კიდევ ერთხელ გიგზავნით რა გულწრფელ მილოცვასა და საუკეთესო სურვილებს, თქვენს აღმატებულებას ჯანმრთელობას, ახალ მიღწევებსა და კარგად ყოფნას, ხოლო მეგობარ ქართველ ხალხს - კეთილდღეობას, მშვიდობას, სტაბილურობას, პროგრესსა და წინსვლას ვუსურვებ“,- აღნიშნულია მისალოც წერილში.