ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერ-მინისტრი

ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერ-მინისტრი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

ჰრისტიან მიცკოსკი ხაზს უსვამს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომი განვითარების შესაძლებლობებს, მათ შორის, ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას.

"ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობები ურთიერთპატივისცემას ეფუძნება. დარწმუნებული ვარ, ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება და განვითარდება საერთო ინტერესის ყველა სფეროში. ვადასტურებთ ერთგულებას ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისადმი, განსაკუთრებით ეკონომიკის სფეროში და მზად ვართ არსებული პოტენციალის გამოყენებისთვის ჩვენს ხალხებს შორის კავშირების კიდევ უფრო გასაძლიერებლად," - აღნიშნულია მილოცვაში.