ახალციხეში, მეხუთე სართულიდან ქალი გადავარდა - რა დეტალებია ცნობილი

სასწრაფო

 ახალციხეში მეხუთე სართულიდან ქალი გადავარდა. ის დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

შემთხვევის ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

ერთ–ერთი თვითმხილველის თქმით, ქალი პირველი სართულის მიშენების სახურავზე დავარდა.

„პრაიმტაიმი“ ქალის მდგომარეობის შესახებ დამატებით დეტალებს არკვევს.