სულ უფრო ხანმოკლე ხდება ,,ნაცმოძრაობის“ სიყალბე და მანიპულაცია. უკრაინაში სააკაშვილისთვის ,,დაზარალებულის სტატუსის“მინიჭება და მისი კანონიერ ძალაში შესვლა არ დაკმაყოფილდა - გია აბაშიძე

გია აბაშიძე

,,რაც დრო გადის, სულ უფრო ხანმოკლე ხდება დესტრუქციული ,,ნაცმოძრაობის“ სიყალბე და მანიპულაცია. ნიკა გვარამიამ და სექტის სხვა სპიკერებმა ზარზეიმით განაცხადეს, რომ უკრაინის პროკურატურამ სააკაშვილი ,,დაზარალებულად“ სცნო“ - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გია აბაშიძე.

როგორც აბაშიძე განმარტავს,  უკრაინის მოქალაქე სააკაშვილი დაარეგისტრირეს როგორც დაზარალებული და არც სცნეს დაზარალებულად.

,,რაც დრო გადის, სულ უფრო ხანმოკლე ხდება დესტრუქციული "ნაცმოძრაობის" სიყალბე და მანიპულაცია. ნიკა გვარამიამ და სექტის სხვა სპიკერებმა ზარზეიმით განაცხადეს, რომ უკრაინის პროკურატურამ სააკაშვილი "დაზარალებულად" სცნო.
საქმე ეხება, რუსთავიდან გლდანის ციხეში ეტაპირების დროს განვითარებულ მოვლენებს. ამ ეპიზოდში, მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევის შესწავლა, უკრაინის პროკურატურისგან ექს-პრეზიდენტის ადვოკატმა მოითხოვა, სამართალწარმოების თაობაზე დადგენილება კი საგამოძიებო უწყებამ რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა.

უკრაინელი იურისტის ნატალია ბასარაბის განმარტებით, უკრაინის კანონმდებლობით, პირი, რომელიც უწყებას მიმართავს განცხადებით და ითხოვს გამოძიების დაწყებას, მას ავტომატურად ენიჭება დაზარალებულის სტატუსი. ასე მოხდა სააკაშვილის შემთხვევაშიც, რომელსაც არა პროცესუალურად, არამედ ავტომატურად მიენიჭა აღნიშნული სტატუსი.

მარტივად - უკრაინის მოქალაქე სააკაშვილი დაარეგისტრირეს როგორც დაზარალებული და არც ცნეს დაზარალებულად.

უკრაინის სამართალდამცველთა დოკუმენტს, რომლის სათაური მანიპულატორმა გვარამიამ დამალა, ეწოდება ,,დადგენილება სისხლის სამართლის საქმისწარმოებაში დაზარალებულის წარმომადგენლის განცხადების დაკმაყოფილებაზე ნაწილობრივად უარის თქმის შესახებ“. სააკაშვილისთვის ,,დაზარალებულის სტატუსის“ მინიჭება და მისი კანონიერ ძალაში შესვლა არ დაკმაყოფილდა“,  - წერს ანალიტიკოსი facebook - ზე.