სირცხვილია, როდესაც პარლამენტის წევრის მანდატი გაქვს და არაფერში მონაწილეობა არ გინდა - იოსელიანი

იოსელიანი

თუ შეთანხმება არ გინდა, ესე იგი, გინდა, რომ ეს საკითხი ჩავარდეს, შესაბამისად, არ გინდა შესრულდეს რეკომენდაციის შესაბამისი მუხლი, რაც თავისთავად იმას ნიშნავს, რომ წევრობის კანდიდატის სტატუსი არ გინდა, ეს მარტივი ლოგიკაა. ამის შესახებ პარტია ,,მოქალაქეების“ ლიდერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა. ამით იგი გიორგი ვაშაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ ვინც ,,ქართულ ოცნებას“ მისთვის სასურველი კანდიდატის გაყვანაში დაეხმარება, ის ოპოზიცია აღარ იქნება. 

იოსელიანის თქმით, სახალხო დამცველის საკითხზე პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანება მარტივ საკითხს არეგულირებს - ყველა პოლიტიკურ პარტიას თუ არასამთავრობო ორგანიზაციას ჰქონდეს შესაძლებლობა, წარმოადგინოს საკუთარი კანდიდატები, პროცესი იყოს გამჭვირვალე და პარლამენტის წევრებმა აირჩიონ ის კანდიდატი, რომელსაც მხარს უჭერენ. 

,,ვფიქრობ, რომ ზოგადად სირცხვილია, როდესაც პარლამენტის წევრის მანდატი გაქვს და არაფერში მონაწილეობას არ იღებ. რაც შეეხება ბრძანებას, ეს ბრძანება არეგულირებს მარტივ რაღაცას - ყველა პოლიტიკურ პარტიას თუ არასამთავრობო ორგანიზაციას ჰქონდეს შესაძლებლობა, წარმოადგინოს საკუთარი კანდიდატები, პროცესი იყოს გამჭვირვალე და პარლამენტის წევრებმა აირჩიონ ის კანდიდატი, რომელსაც მხარს უჭერენ.

არაფრისგან ამხელა ამბის შექმნა ეწინააღმდეგება ჩვენს მიზანს და მიზანი არის, რომ გადავწყვიტოთ ეს საკითხი და შევთანხმდეთ სახალხო დამცველზე, რაც ყველამ ვიცით, რომ აუცილებელია, რადგან არცერთ მხარეს არ არის საკმარისი ხმები. თუ შეთანხმება არ გინდა, ესე იგი, გინდა, რომ ეს საკითხი ჩავარდეს, შესაბამისად, არ გინდა შესრულდეს რეკომენდაციის შესაბამისი მუხლი, რაც თავისთავად იმას ნიშნავს, რომ წევრობის კანდიდატის სტატუსი არ გინდა, ეს მარტივი ლოგიკაა. ყველას ვურჩევდი, შეეშვან ასეთი ტიპის პოლიტიკოსობას, ეს არ არის პოლიტიკოსობა, ეს ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო მოქმედებაა“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.