განახლებული ინფორმაცია მათთვის, ვინც, სამებაში, პატრიარქის სამძიმარზე მისვლას აპირებს
1774037093
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მადლენ ოლბრაიტის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ სახელმწიფო მდივან მადლენ ოლბრაიტის ოჯახს და მეგობრებს სამაგალითო სახელმწიფო მოხელისა და ლიდერის გარდაცვალების გამო. მისი მემკვიდრეობა სამუდამოდ დარჩება ხსოვნაში“, - წერს პაპუაშვილი.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პირველი ქალი სახელმწიფო მდივანი, მადლენ ოლბრაიტი 84 წლის ასაკში, კიბოს დიაგნოზით გარდაიცვალა. მადლენ ოლბრაიტი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოსტს ბილ კლინტონის ადმინისტრაციაში 1997-2001 წლებში იკავებდა.
