ზოდიაქოს 5 ნიშანს, 15 მარტიდან 28 აპრილამდე ფინანსური წარმატება ელოდება
1773260300
ჩვენ კვლავ ვსაუბრობთ საქართველოზე. რატომ? იმიტომ, რომ ის განსხვავებულია. ის განასახიერებს ქრისტიანულ ღირებულებებს, იცავს თავს „ვოუქ“ იდეოლოგიისგან და აქვს პრაგმატული მიდგომა საგარეო პოლიტიკის მიმართ. მათ არ სურთ კიევად გადაქცევა და ეს მათი უფლებაა - ისინი სუვერენული სახელმწიფოა და ჩვენ ეს უნდა ვცეთ პატივი, - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა, ტომაშ ფროელიხმა ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართული დებატების დროს.
„თუმცა, ჩვენ ვცდილობთ მათ ჭკუა ვასწავლოთ; მოვუწოდებთ საპროტესტო აქციებისკენ მთავრობის წინააღმდეგ და ამას ვაკეთებთ არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით. 3000 არასამთავრობო ორგანიზაცია 4 მილიონიანი მოსახლეობისთვის - ეს გაუგონარია მთელ მსოფლიოში. ახლა სამთავრობო შენობებს ესხმიან თავს და თქვენ გინდათ, რომ ეს თავისუფლებად ჩაითვალოს? ეს მიუღებელია.
მოდით, ფაქტებს შევხედოთ: 8%-იანი ეკონომიკური ზრდა - ჩვენ ამაზე მხოლოდ ოცნება შეგვიძლია. თუ გადახედავთ სამთავრობო ინდექსებს, ისინი გარკვეულ წევრ სახელმწიფოებზე უკეთესადაც კი გამოიყურებიან. მათ პირველი ადგილი უკავიათ ცენტრალურ და აღმოსავლეთ აზიაში, როდესაც საქმე ეკონომიკას ეხება. მათ არ სჭირდებათ ჭკუის სწავლება, არ სჭირდებათ რეჟიმის ცვლილება; მათ სჭირდებათ პატივისცემა - მხოლოდ ეროვნული სუვერენიტეტის პატივისცემა“, - აღნიშნა მან.