მარნეულში წიაღისეულის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

მარნეული

 წიაღისეულის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა ქვემო ქართლში. შემთხვევა მარნეულში, ყიზილ-აჯლოს მიმდებარედ მოხდა.

გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, მოქალაქემ, სპეციალური ტექნიკის გამოყენებით, უკანონოდ მოიპოვა 335 კუბური მეტრის მოცულობის ბაზალტის ქვა.

მასალები რეაგირებისთვის შესაბამის უწყებაში გადააგზავნა.