საქართველო ამაყობს ამერიკასთან ხანგრძლივი პარტნიორობით - ილია დარჩიაშვილი

ილია დარჩიაშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ამერიკას და ამერიკელებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„ვულოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! ვზეიმობთ 30-წლიან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას. საქართველო ამაყობს თავისი ხანგრძლივი პარტნიორობით ! ჩვენი ქვეყნები იზიარებენ ღრმა ერთგულებას თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და დემოკრატიის მიმართ!“,- წერს დარჩიაშვილი „ტვიტერზე“.

ცნობისთვის, დღეს, 4 ივლისს, შეერთებულ შტატებში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება.