13 ადგილი სახლში, რომელსაც ქურდები პირველ რიგში ამოწმებენ
1771878200
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება, რომ „ახლა, დროის მოგების მიზნით, უკრაინა ევროკავშირს უფრო სჭირდება, ვიდრე უკრაინას ევროკავშირი“, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა შეაფასა. მისი თქმით, საქართველოს ომში ჩართვის მცდელობის მიზანიც სწორედ „დროის მოგება“ და ევროკავშირის სხვა ქვეყნებისთვის მისი ფარად გამოყენება იყო.
„როცა ჩვენ ვამბობდით, რომ უკრაინას იყენებენ საკუთარი თავდაცვის იარაღად და უკრაინელ ხალხს წირავენ იმისთვის, რომ თავიანთი ქვეყნებისთვის მშვიდობა მოიპოვონ, საქართველო იყო ამ ყველაფრისთვის მკაცრად გაკრიტიკებული. უფრო მეტიც, ჩვენ როდესაც გადავწყვიტეთ, რომ არჩევანი გაგვეკეთებინა მშვიდობის სასარგებლოდ, ყველა გზით ცდილობდნენ ჩვენს ომში ჩართვას, ალბათ იგივე მოტივით, რომ საქართველო გადაჰფარებოდა ესტონეთს, ლატვიას თუ ევროკავშირის სხვა ქვეყანას“, - განაცხადა წილოსანმა.