13 ადგილი სახლში, რომელსაც ქურდები პირველ რიგში ამოწმებენ
1771878200
ამერიკის შეერთებული შტატები წყვეტს იმ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კონვენციების ფინანსურ თუ პოლიტიკურ მხარდაჭერას, რომლებიც ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ, - განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საერთაშორისო ორგანიზაციების საკითხთა ბიურომ გაავრცელა.
"სახელმწიფო დეპარტამენტი აღარ დააფინანსებს და მხარს აღარ დაუჭერს იმ საერთაშორისო ორგანიზაციებსა თუ კონვენციებს, რომლებიც ამერიკის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ ან ჩვენს სუვერენიტეტს საფრთხეს უქმნიან. ჩვენ აღარ დავემორჩილებით მათ მმართველ არაარჩეულ საერთაშორისო ბიუროკრატებს. ჩვენ არ დავუშვებთ საერთაშორისო ორგანიზაციების იარაღად ქცევას ჩვენი მოწინააღმდეგეების ხელში ამერიკელებისა და ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მოქალაქეების წინააღმდეგ", - აღნიშნულია განცხადებაში.