თენგიზ შარმანაშვილი მიხეილ სააკაშვილზე: საერთოდ რაიმე თანმიმდევრული ამ კაცის გახსოვთ? მე არ მახსოვს. ხვალ კიდევ რომ განცხადება გააკეთოს და ისევ დაიწყოს ტრამპის დაგმობა, არც ეგ გამიკვირდება

თენგიზ შარმანაშვილი

საერთოდ რაიმე თანმიმდევრული ამ კაცის გახსოვთ? მე არ მახსოვს, - განუცხადა ჟურნალისტებს თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.

საუბარია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე, რომ ვაშინგტონის ბოლოდროინდელი ნაბიჯები ურთიერთობის ნორმალიზებისკენ შესაძლოა ცუდი ამბავი იყოს როგორც საქართველოსთვის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. ამის შესახებ სააკაშვილი წერს სტატიაში, რომელიც გამოცემა „ჰილში“ გამოქვეყნდა. ამავე სტატიაში სააკაშვილი ამბობს, რომ ამერიკის ადმინისტრაციის მხრიდან სისუსტის ნიშანი იქნება ურთიერთობების აღდგენა საქართველოში, მმართველობის ცვლილების გარეშე.

თენგიზ შარმანაშვილის თქმით, ხვალ კიდევ რომ განცხადება გააკეთოს და ისევ დაიწყოს ტრამპის დაგმობა, არც ეგ გაუკვირდება.

„საერთოდ რაიმე თანმიმდევრული ამ კაცის გახსოვთ? მე არ მახსოვს. ხვალ კიდევ რომ განცხადება გააკეთოს და ისევ დაიწყოს ტრამპის დაგმობა, არც ეგ გამიკვირდება. მან იცის, მათი საერთო პატრონები რა იდეოლოგიას ატარებენ და რა მიმართულებას ატარებენ და რა თქმა უნდა, ამ თავის აზრებს შეუხამებს ხოლმე კონკრეტულად იმას“, - აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.