13 ადგილი სახლში, რომელსაც ქურდები პირველ რიგში ამოწმებენ
1771878200
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 1996 წელს დაბადებული ჰ.ო. დააკავეს.
უწყების ცნობით, დაკავებული ჰ.ო. თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, სხვადასხვა მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის, ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა.
"სამართალდამცველებმა ჰ.ო. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბათუმში დააკავეს.
ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს", - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.