სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დაკავებულ ლენტეხის ყოფილ მერს და კიდევ ორ პირს ბრალს დღეს წარუდგენენ

გია ონიანი

 სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დაკავებულ ლენტეხის ყოფილ მერს და კიდევ ორ პირს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ.

გია ონიანთან ერთად, დაკავებულები არიან არქიტექტურის და ზედამხედველობის სამსახურების ხელმძღვანელები - ნუგზარ ტვილდიანი და გიორგი გულბანი.

პროკურატურის ინფორმაციით ონიანმა, მერად არჩევის შემდეგ, სასტუმროს აშენების მიზნით, შეიძინა მიწის ნაკვეთი და დაუკვეთა მშენებლობის პროექტი, რომელიც ვერ პასუხობდა სამშენებლო ნორმების მოთხოვნებს.

ონიანმა პროექტი მაინც წარადგინა ლენტეხის მერიის არქიტექტურის სამსახურში, რომელსაც ნუგზარ ტვილდიანი ხელმძღვანელობდა და სამშენებლო ნებართვის გაცემა უკანონოდ მოითხოვა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.