Met Gala 2026-ის დრესკოდი გამოცხადდა

Met Gala

Met Gala 2026-ის ორგანიზატორებმა წვეულების დრესკოდი გამოაცხადეს: Fashion Is Art (მოდა ხელოვნებაა). მეჯლისის კოსტიუმების ინსტიტუტის გამოფენას გახსნის სახელწოდებით Costume Art („კოსტიუმის ხელოვნება“), რომელიც სამოსს, როგორც დამოუკიდებელ მხატვრულ ობიექტს წარმოაჩენს.

გამოფენა მოდას მეტროპოლიტენ-მუზეუმის კოლექციაში არსებულ ფერწერასა და სკულპტურასთან დააკავშირებს. კოსტიუმების ინსტიტუტის კურატორმა, ენდრიუ ბოლტონმა, აღნიშნა, რომ პროექტი იკვლევს, თუ როგორ აყალიბებდა ტანსაცმელი სხეულისა და სოციალური სტატუსის შესახებ წარმოდგენებს სხვადასხვა ეპოქაში.

საღამოს თანათავმჯდომარეები იქნებიან: ბიონსე, ნიკოლ კიდმანი, ვინუს უილიამსი და ანა ვინტური.

ღონისძიება 4 მაისს, Condé Nast Galleries-ის სივრცეში გაიმართება.

Met Gala ტარდება როგორც საქველმოქმედო საღამო ნიუ-იორკის კოსტიუმების ინსტიტუტის მხარდასაჭერად. პირველი მეჯლისი 1948 წელს ჩატარდა და მას შემდეგ ტრადიციულად იქცა.