ჯარიმა 1000 ლარი და პროდუქციის კონფისკაციაა - მნიშვნელოვანი ინფორმაცია
1779299235
იაფ გაზთან დაკავშირებით 20-წლიანი შეთანხმება გაგრძელდა 20 წლით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის ეთერში.
მთავრობის მეთაურის თქმით, რა კითხვაც დაისვა „ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გამართულ დებატებში ენერგეტიკის ექსპერტის მხრიდან, იმას გაეცა პასუხი კონკრეტული მოლაპარაკებებით და შემდეგ - კონკრეტული ხელშეკრულებით.
„ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გამართულ დებატებში ენერგეტიკის ექსპერტმა კითხვა დაგვისვა, რომ იყო 20-წლიანი შეთანხმება სოციალურ გაზთან, იაფ გაზთან დაკავშირებით და ამ შეთანხმებას წელს ეწურებოდა ვადა და იქ კითხვა დასვა, ამაზე საერთოდ რას ფიქრობთო. შედეგი გვაქვს - ეს 20-წლიანი შეთანხმება გაგრძელდა 20 წლით. რა კითხვაც დაისვა, იმას გაეცა პასუხი კონკრეტული მოლაპარაკებებით და შემდეგ - კონკრეტული ხელშეკრულებით“, - აღნიშნა პრემიერმა.