მაშველებმა მდინარე რიონიდან 2 ახალგაზრდის ცხედარი ამოასვენეს
1793722889
ასოცირების შეთანხმებისა და DCFTA-ის მაჩვენებელი არის 90%-ზე მეტი, - განუცხადა შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბრიუსელში.
მთავრობის მეთაურის თქმით, შესრულების მაჩვენებელი დაახლოებით 3 წლის წინ იყო 60-65% და ახლა არის 90%-ზე მეტი, რაც მოწმობს სერიოზულ დამოკიდებულებას ევროპული ინტეგრაციის მიმართ.
„რაც შეეხება ასოცირების შეთანხმებას და DCFTA-ის. მაჩვენებელი არის 90%-ზე მეტი და ამაზე შეუძლია საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმოგიდგინოთ დეტალური ინფორმაცია. ჩვენ თანმიმდევრულად ვასრულებთ შესაბამის ვალდებულებებს. შესრულების მაჩვენებელი დაახლოებით 3 წლის წინ იყო 60-65% და ახლა არის 90%-ზე მეტი, რაც მოწმობს იმას, რომ ჩვენ გვაქვს სერიოზული დამოკიდებულება ევროპული ინტეგრაციის მიმართ.
რაც შეეხება სხვა ნაბიჯებს, გახსოვთ, იგივე 12 პუნქტი, 9 პუნქტი. ოპოზიცია არ შეუერთდა შესაბამის დისკუსიებს, სამუშაო ჯგუფებს, თუმცა ჩვენ თანმიმდევრულად ვმუშაობდით და ორადორი პუნქტი იყო, რომლებიც პრინციპულად არ შევასრულეთ. ერთი ეხებოდა სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფას, მათ შორის ე.წ. „ვეთინგის“ მეშვეობით და მეორე ეხებოდა უცხოური აგენტურისთვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაბარებას. იყო ორადორი პუნქტი, რომლებიც არ შევასრულეთ. სხვა პუნქტებზე სერიოზულად ვიმუშავეთ და მივიღეთ შესაბამისი შედეგები. შესაბამისად, ჩვენი დამოკიდებულება არის სერიოზული, დანარჩენი დამოკიდებულია თვითონ ევროპულ ბიუროკრატიაზე, მათ ნაბიჯებზე. ჩვენ ღია ვართ დისკუსიისთვის და გამოვთქვამთ იმედს, რომ ისინიც გადმოდგამენ ნაბიჯებს საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართულებით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.