პლენარული სხდომა დასრულდა - პოლიტიკური გამოსვლები პარლამენტში 17 აპრილს განახლდება

პარლამენტის პლენარული სხდომა

პარლამენტის პლენარული სხდომა დასრულდა. პოლიტიკური გამოსვლები პარლამენტში 17 აპრილს, 12:00 საათზე განახლდება.

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განმარტებით, დაგეგმილია „ლელოს“, „რეფორმების ჯგუფის“, „საქართველოსთვის“, „ნაციონალური მოძრაობისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელთა გამოსვლები.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა პლენარულ სხდომაზე რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.