ორმაგი სტანდარტი არის სწორედ ის, რის გამოც საქართველოში ევროსკეპტიციზმი ღრმავდება ორმაგი სტანდარტი არის სწორედ ის, რის გამოც საქართველოში ევროსკეპტიციზმი ღრმავდება - მათიკაშვილი

 დავით მათიკაშვილი

 როდესაც მათ საქმეებში ერევიან, ეს ძალიან არ მოსწონთ, თუმცა თვითონ აძლევენ საკუთარ თავს იმის უფლებას, რომ სხვადასხვა ქვეყნის საქმეში, მათ შორის პარტნიორი საქართველოს საქმეებში ჩაერიონ, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა.

მისი თქმით, ამგვარი ორმაგი სტანდარტები საქართველოში ევროსკეპტიციზმს აღრმავებს.

„სწორედ ევროკავშირიდან და ამ წიაღიდან იყო არაერთი მცდელობა საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევისა, მათ შორის სწორედ იმ თვალსაზრისით, რაც არის დღეს განხილვის საკითხი. როდესაც მათ საქმეებში ერევიან, ეს ძალიან არ მოსწონთ, თუმცა თვითონ აძლევენ საკუთარ თავს იმის უფლებას, რომ სხვადასხვა ქვეყნის საქმეში, მათ შორის პარტნიორი საქართველოს საქმეებში ჩაერიონ. ჩვენ მოვითხოვთ ერთგვარ სტანდარტს; ორმაგი სტანდარტი არის სწორედ ის საფუძველი, რის გამოც საქართველოში ევროსკეპტიციზმი ღრმავდება“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოზე განიხილეს დოკუმენტი, რომელიც უცხოური ინფორმაციით მანიპულირებასა და ჩარევას ეხება. ბრიუსელი, რომელმაც საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა არაერთხელ სცადა, თავად ცდილობს თავი დაიცვას უცხოური გავლენებისგან, რაც საპარლამენტო უმრავლესობის შეფასებით, ევროკავშირის ორმაგი სტანდარტის კიდევ ერთი დასტურია.