უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან ოთხ წლისთავთან დაკავშირებით, ევროკომისიის შტაბ-ბინა უკრაინის დროშის ფერებში განათდა

უკრაინის ფერებში

უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან ოთხი წლის გასვლასთან დაკავშირებით, ევროკომისიაში აცხადებენ, რომ უკრაინის ბრძოლა ევროპის საერთო ბრძოლაა.

სოლიდარობის ნიშნად კომისიის შტაბ-ბინა უკრაინის დროშის ფერებით განათდა.

„უკრაინის ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა. ეს არა მხოლოდ სოლიდარობის სიმბოლოა, არამედ მათდამი პატივისცემა, ვინც სიცოცხლე გაწირა, და მოწოდება, რომ გავაორმაგოთ ძალისხმევა სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისკენ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ევროკომისიაში აღნიშნავენ, რომ ევროპის საერთო ღირებულებები, ძალა და ერთგულება არასდროს შეირყევა.