ნინო ფოჩხუა დევი ჭანკოტაძეზე: ეს კაცი არა თუ უნდა გვმოძღვრავდეს, ხმას ვერ უნდა იღებდეს. აი დღესაც, ნებით თუ უნებლიედ, წამოსცდა ის გეგმა, რაც ხალხში დიდი ხანია მუსირებს - აქციაზე ადამიანის დაღუპვა

ნინო ფოჩხუა

 ეს კაცი არა თუ უნდა გვმოძღვრავდეს, ხმას ვერ უნდა იღებდეს. ის მონაწილეა იმ სპეცოპერაციის, რასაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი ჰქვია. ამ მოღალატეს და სამშობლოს გამყიდველს ვინ მიანიჭა გენერლის წოდება? დევი ჭანკოტაძე ციხეში უნდა იჯდეს, - ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა „ნაცმოძრაობის“ წევრის დევი ჭანკოტაძის განცხადებას, რომლის თქმითაც, „ჩემი, როგორც გენერლის რჩევაა, გაიტანეთ ეს კანონი. ეს გამოიწვევს ძალიან ცუდ მოვლენებს. ერთი ადამიანიც, რომ დაიღუპოს, ეს ყველაფერი ძალიან ცუდად დამთავრდება“.

ფოჩხუას თქმით, დევი ჭანკოტაძეს ნებით თუ უნებლიედ, წამოსცდა ის გეგმა, რაც ხალხში დიდი ხანია მუსირებ - აქციაზე ადამიანის დაღუპვა. „ეს კაცი არა თუ უნდა გვმოძღვრავდეს, ხმას ვერ უნდა იღებდეს. ის მონაწილეა იმ სპეცოპერაციის, რასაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი ჰქვია. ამ მოღალატეს და სამშობლოს გამყიდველს ვინ მიანიჭა გენერლის წოდება? დევი ჭანკოტაძე ციხეში უნდა იჯდეს. აი დღესაც, ნებით თუ უნებლიედ, წამოსცდა ის გეგმა, რაც ხალხში დიდი ხანია მუსირებს, აქციაზე ადამიანის დაღუპვა. არ მაქვს უფლება არ დავიჯერო, არ მავიწყდება მიშას და გვარამიას ფარული ჩანაწერი, სადაც აქციაზე ორსული ჟურნალისტის სიკვდილს გეგმავდნენ. აბა გაბედეთ, პირველი მსხვერპლი ერთ-ერთი თქვენგანი იქნება“, - წერს ფოჩხუა.