„მისი მდგომარეობა ძალიან ჯდება ფსიქიატრიაში და ამ ხაზით ეს კაცი ვერ იღებს მკურნალობას“ - მაია ნიკოლაიშვილი, მიხეილ სააკაშვილზე

მაია ნიკოლაიშვილი

ექსპერტი მაია ნიკოლაიშვილი, ვახო ხუზმიაშვილის გადაცემაში - „თავისუფალი სივრცე“, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ამბობს: "უცნაური მაზოხისტური დადგმაა. არ ვიცი ამ კაცს თავისით აქვს, თუ მას აძლევენ ასეთ ინსტრუქციას, მაგრამ თუ პაციენტს სჭირდება ოპერაცია ჯობია იქ გაიკეთოს ვისი რწმენაც აქვს.
მისი ამ მდგომარეობის ნამდვილობა, წელიწადი არ შეიძლება სულ უკანასკნელ დღეში იყოს, შეიძლება ეს ადამიანი მართლა გახდეს ცუდად, მაგრამ აღარ დავიჯეროთ, იმიტომ რომ პირველივე დღიდან „კვდებაზეა“ საუბარი. ოპერაცია, რომელიც მას აქვს გაკეთებული, ითვალისწინებს წონის კლებას, შესაძლოა, 50 კილოც დაიკლოს, მაგრამ ჩვენ ვერ დავადგინეთ, როდის გაიკეთა მან ეს ოპერაცია, რადგან გასაიდუმლოებულია. შესაძლოა, მართლა გახდეს ცუდად და აღარ დავიჯეროთ, რადგან დაკავების პირველივე დღიდანაა ლაპარაკი იმაზე, რომ კვდება. მისი მდგომარეობა ძალიან ჯდება ფსიქიატრიაში და ამ ხაზით ეს კაცი ვერ იღებს მკურნალობას. დარწმუნებული ვარ, რომ ჩასატარებელია ეს [ფსიქიატრიული] ექსპერტიზა და ეჭვი მეპარება, რომ გამორიცხოს. მე მგონია, რომ ფსიქიატრიული ექსპერტიზა მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ამ ადამიანს სჭირდება მკურნალობა, ოღონდ, სხვანაირი მკურნალობა“ - განაცხადა დამოუკიდებელმა ექსპერტმა, მაია ნიკოლაიშვილმა.