1733258119
შუქი გაითიშება - ,,ენერგო-პრო ჯორჯიას" გაფრთხილება აბონენტებს
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
კომპანიის ცნობით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 31 იანვარს 12:00-დან 18:30 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს ზაჰესში, თავისუფლების, კეცხოველის, ყაზბეგის, წინამძღვრიშვილის, ზონკარის, მაყაშვილის, ავჭალის და მიმდებარე ქუჩებზე.
15:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში: თანიანთკარი, მეზვრიანთკარი, ყვავილი, ქვემო აში, ზემო აში, ქერანა, ანიაანი.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.