4 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1733265399
"მე მივედი აქციაზე იმიტომ, რომ ეს არის ჩემი პირდაპირი ვალდებულება, როგორც სახალხო დამცველის", - ამის შესახებ "რუსთავი2-ზე" "ღამის კურიერის" ეთერში ლევან იოსელიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, სახალხო დამცველის აპარატი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს.
"მე მივედი აქციაზე იმიტომ, რომ ეს არის ჩემი პირდაპირი ვალდებულება როგორც სახალხო დამცველის. როდესაც ვხედავ, რომ იწყება საპოლიციო ღონისძიება ადგილზე დავაკვირდე ამ ყველაფერს იმისთვის, რომ შემდეგ მოვახდინო სწორი შეფასება.
მე მინდა მადლობა გადავუხადო სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებს, რომლებიც ახლა, ამ წუთებშიც იქ არიან, აკვირდებიან მოვლენებს. მთელი ღამე დადიოდნენ წინასწარი დაკავების იზოლატორებში, ხვდებოდნენ დაკავებულ მოქალაქეებს, ესაუბრებოდნენ მათ და პრაქტიკულად 24-საათიან რეჟიმში მუშაობს სახალხო დამცველის აპარატი. ამიტომ, ჩვენ დიდი მოცულობით ვფლობთ სურათს, თუ რა ხდებოდა იქ,"- აცხადებს ლევან იოსელიანი.
ამასთან, ომბუდსმენი აცხადებს, რომ იქნება იმ ადამიანების სახალხო დამცველიც, ვინც გუშინ აქციაზე, მას დაუპირისპირდა.
"მე ვარ იმ ადამიანების უფლებების დამცველიც, რომლებმაც მე კვერცხი მესროლეს, რომლებმაც მე შეურაცხყოფა მომაყენეს. სწორედ მათ უფლებებზე ზედამხედველობის გასაწევად ვიყავი იქ მე და ამას გავაგრძელებ მიუხედავად იმისა, თუ როგორი იქნება მათი ჩემდამი დამოკიდებულება. მე ჩემი საქმით დავუმტკიცებ ყველა მათგანს, ამ ქვეყნის ყველა მოქალაქეს, რომ მე ჩემი კონსტიტუციურ ვალდებულებას პირნათლად შევასრულებ. სადაც იქნება საპოლიციო ღონისძიება და სადაც იქნება მოცემულობა რომ შეიძლება ადამიანის უფლება დაირღვეს, რა თქმა უნდა, სახალხო დამცველის აპარატი იქნება ამ უფლებების დარღვევის სადარაჯოზე,"- განაცხადა ლევან იოსელიანმა.