მე მოვინანიე ჩემი ჩადენილი დანაშაული. ციხიდან გამოშვების საფუძველი არის აღიარება და მონანიება - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ლაშა ბერიძე

ლაშა ბერიძე

4 ოქტომბრის ძალადობრივი მოვლენების ორგანიზატორები - მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე თავისუფლები არიან. მათ ციხე რამდენიმე წუთის წინ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე დატოვეს.

მსჯავრდებულებმა დანაშაული აღიარეს და მოინანიეს.

"მე მოვინანიე ჩემი ჩადენილი დანაშაული. ციხიდან გამოშვების საფუძველი არის აღიარება და მონანიება. 4 ოქტომბრის ეროვნული შეკრების ორგანიზატორი ვიყავი. აქცია, ეროვნული შეკრება წინასწარ იყო დაგეგმილი", - აღნიშნა ლაშა ბერიძემ.

საპროცესო შეთანხმებით რამდენიმე დღეში გათავისუფლდებიან ირაკლი ჩხვირკვია, გური ჟვანია, ზურაბ ჭავჭანიძე, ანტონ ვარდანიძე და ნანა სანდერი.

✕