ძლიერი ლოცვა, რომელიც 23, 24 და 25 თებერვალს უნდა წაიკითხოთ - „ამას შეუძლია შეცვალოს შენი ცხოვრება“
1771875764
ვხედავთ, რომ არის განათლების რეფორმის პოლიტიზების მცდელობები, მიუღებელია ამ პროცესში უცხო ქვეყნის ელჩების ჩართვა, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.
„ ეს არის ჩვენი ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვანი შიდა პოლიტიკური საკითხი, ეხება განათლების პოლიტიკას ქვეყანაში, უკავშირდება ჩვენი მომავალი თაობებისთვის განათლების კარგი სისტემის შექმნას. ამ პროცესის პოლიტიზება მხოლოდ და მხოლოდ მიმართული იქნება განათლების რეფორმის დასაზიანებლად და არა – სასიკეთოდ. შესაბამისად, ნამდვილად მიუღებელია როდესაც ვხედავთ უცხოელი აქტორების მხრიდან ამ საკითხის პოლიტიზების მცდელობას“,- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ესტონეთის ელჩმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს სოლიდარობა გამოუცხადა.