ძლიერი ლოცვა, რომელიც 23, 24 და 25 თებერვალს უნდა წაიკითხოთ - „ამას შეუძლია შეცვალოს შენი ცხოვრება“
1771875764
საქართველოს პარლამენტის წევრებს ექნებათ შესაძლებლობა, ვაშინგტონში არაერთი შეხვედრა გამართონ,- განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.
„გარკვეული დროა გასული მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტსა და ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესს შორის არ ყოფილა ურთიერთობები. აქედან გამომდინარე, აშშ-ში ქართველ დეპუტატთა ვიზიტი მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოს პარლამენტის წევრებს, საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს ვაშინგტონში შესაძლებლობა ექნებათ, გამართონ არაერთი შეხვედრა, ისაუბრონ საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობებზე, თუ როგორ ვხედავთ ჩვენ ამ ურთიერთობების წარმართვას მომავალში“,- აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
ვაშინგტონში „სუვერენული ერების ალიანსის" მონაწილეები შეიკრიბებიან. მათ შორის იქნებიან ქართველი დეპუტატებიც. საპარლამენტო დელეგაციის მიწვევის ავტორი რესპუბლიკელი კონგრესმენია.