ცნობილი ხდება, ელისო კილაძის საქმის ახალი დეტალები
1771703495
დებატებმა, იმედია საზოგადოებას უფრო მეტად დაანახა გამჭვირვალობის საჭიროება და ასევე, დაანახა რომ ოპონენტებს რეალურად არ აქვთ არცერთი არგუმენტირებული პასუხი რატომ არ უნდა იყოს გამჭვირვალობა უზრუნველყოფილი, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედთან“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა დებატების შემდეგ.
მახაშვილის თქმით, დებატები ცალსახად მნიშვნელოვანია, მითუმეტეს საზოგადოებისთვის ისეთ აქტუალურ თემაზე, რაც არის გამჭვირვალობა იმიტომ, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მოსახლეობის თანხმობის გარეშე უცხოური ფული არ იხარჯებოდეს.
„თუ სადმე იხარჯება, საზოგადოებისთვის იყოს ცნობილი. ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯები, „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, „გრანტების შესახებ“ კანონი და ა.შ. 2022 წლიდან გადადგმული თითოეული ნაბიჯი სწორედ იმას ემსახურება, რომ რა გამოწვევების წინაშეც დგას ქვეყანა, ამ გამოწვევებზე რეაგირება საკანონმდებლო დონეზე მოხდეს. კანონებით მოხდეს რეაგირება და არა იარაღით ხელში ქვეყნის დაცვა.
ამ დებატებმაც, იმედია საზოგადოებას უფრო მეტად დაანახა გამჭვირვალობის საჭიროება და ასევე, დაანახა რომ ოპონენტებს რეალურად არ აქვთ არცერთი არგუმენტირებული პასუხი რატომ არ უნდა იყოს გამჭვირვალობა უზრუნველყოფილი“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.