პასპორტების ხარისხთან დაკავშირებით სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს
1771666591
პროკურორი მარიამ ბერძენიშვილი აცხადებს, რომ ელისო კილაძეს ქოლ-ცენტრებიდან ყოველთვიურად სტაბილური შემოსავალი ჰქონდა.
„ყოველთვიურად სტაბილური შემოსავალი რომ დავარქვათ იყო 5000 დოლარი, უშუალოდ ელისო კილაძესთან მიმართებით, თუმცა აქ არ არის მხოლოდ ამ თანხაზე საუბარი, იყო პერიოდულად სხვა, გარკვეული თანხების გადაცემაც, ამასთან, ელისო კილაძესთან დაკავშირებულ პირებს, ორგანიზებულმა თაღლითურმა ჯგუფმა გადასცა უძრავ-მოძრავი ქონება. ეს ქონება რეალურად მიიღო ელისო კილაძემ, ხოლო ასახვა რეგისტრაცია მოხდა მასთან დაკავშირებულ პირებზე. თუ ქოლცენტრს ერთი თვის განმავლობაში ექნებოდა 1 მილიონი ლარის მოგება, 20 პროცენტი უნდა ასახულიყო ამ დაჯგუფების ანგარიშზე“ - აცხადებს საქმის პროკურორი მარიამ ბერძენიშვილი.
ქოლ-ცენტრების მასშტაბური დანაშაული პროკურატურამ გამოავლინა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის და ფულის გათეთრების ბრალდებით, სისხლის სამართლებრივი დევნა ათი ადამიანის მიმართ დაიწყო. მათ შორისაა მიმალული, ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე და მისი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები - დავით მიქაძე, ირაკლი სეხნიაშვილი და მიხეილ ჩოხელი, ასევე სხვა სისხლის სამართლის საქმეზე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებული გიორგი მიქაძე.
ამავე სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი ელისო კილაძე. სამართლებრივი დევნა დაწყებულია ასევე გივი ჯიბლაძის, ბენ ანორის, თორნიკე ჯანელიძის და გიორგი კამლაძის მიმართ, რომლებმაც ითანამშრომლეს გამოძიებასთან, აღიარეს ჩადენილი დანაშაული და ხელი შეუწყვეს ტრანსნაციონალური დანაშაულის გახსნას.